Agro Qartu

Georgian (Georgia)English (United Kingdom)

 
 

 

NA glavnyuსათესლე და სარგავი მასალების ეროვნული სამეცნიერო საწარმოო ცენტრის შპს “აგრო ქართუ”-ს  მთავარი ამოცანაა საქართველოში სოფლის მეურნეობის  პრიორიტეტული  მიმართულებების ხელშეწყობა და განვითარება.

აღსანიშნავია,    შპს “აგრო ქართუ”, რომელიც ფუნქციონირებს 2008 წლიდან მიზნად ისახავს განახორციელოს საკმაოდ პრიორიტეტული და ქვეყნისთვის აუცილებელი აგრარული პროექტები.



•    კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება
•    ბოსტნეულის თესლის წარმოება
•    ხეხილის სადემონსტრაციო ბაღის მოწყობა


"აგროქართუ" წარმოადგენს საქართველოს აგრარულ სფეროში დაკავებულ მრავალპროფილიან ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს მიზანმიმართულ ინვესტიციებს ქვეყანაში სანერგე და სათესლე სექტორის   გაძლიერების, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა-დემონსტრირებისა და  ფერმერებისათვის ხელმისაწვდომობის კუთხით.


ცენტრი თანამშრომელობს ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აგრარული უნივერსიტეტი, მიწათმოქმედების ინსტიტუტი, სასოფლო-სამეურნეო პროფილის კოლეჯები და სხვა. საზღვარგარეთის წამყვან ორგანიზაციებთან:

structure1. კარტოფილის საერთაშორისო ორგანიზაციასთან CIP (პერუ),

2. კარტოფილის თესლის მწარმოებელ კომპანიასთან AGRICO (გერმანია).

3. ბოსტნეულის თესლის მწარმოებელ კომპანიასთან SATIMEX (გერმანია);

საავტორო უფლება © 2014 Agro Qartu. ყველა უფლება დაცულია.